18 მაისი 2024,   19:58
ვრცლად
თუ გოიმი ხარ უნდა ეცადო, რომ #1 გოიმი იყო - გიგა ბოკერია ირაკლი კობახიძეს პასუხობს

საკანონმდებლო საკითხებთან ერთად, დღეს პარლამენტში იმაზეც მსჯელობდნენ, ვინ უფრო გოიმია. მას შემდეგ, რაც ირაკლი კობახიძემ გიგა ბოკერიას #1 გოიმი უწოდა, პასუხმაც არ დააყოვნა. როგორც ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა განაცხადა, ყველა ადამიანი პირველობისკენ უნდა მიისწრაფოდეს. გიგა ბოკერია აცხადებს, რომ ირაკლი კობახიძის საუბარი არგუმენტებსაა მოკლებული:

"ადამიანი ყველა საქმეში სადაც ისაა უნდა ეცადოს რომ იყოს პირველი, თუ გოიმი ხარ უნდა ეცადო, რომ #1 გოიმი იყო. ასე რომ დიდი მადლობა კობახიძეს ამ კომპლიმენტისთვის.

ახლა უკვე სერიოზული დისკუსიის სახე მიიღო და მე არასოდეს შემიმჩნევია, რომ მას არგუმენტები ჰქონოდა, გამოელია - ტერმინს ვერ დავეთანხმები,"- განაცხადა გიგა ბოკერიამ.

დღის ამბები