ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსისგან კიდევ 3 პაციენტი გამოჯანმრთელდა. დე ფაქტო ხელისუფლების ინფორმაციით, გასულ დღე-ღამეში COVID-19-ზე ტესტი 62 ადამიანს ჩაუტარდა, მათგან ვირუსი არცერთს არ დაუდასტურდა.
დღემდე აფხაზეთში კორონავირუსის 25 შემთხვევაა დადასტურებული. მათგან 6 პირი გამოჯანმრთელდა, ერთი კი გარდაიცვალა.