ოზურგეთი-ქობულეთის მაგისტრალზე დღეს ავტოავარია მოხდა. შემთხვევის დროს, "კორსას" მარკის ავტომობილი გზიდან გადავარდა და დაიმტვრა.
ავტომობილში მყოფი სამი ადამიანი სამედიცინო ცენტრ "მედალფაში" არიან გადაყვანილები.
კლინიკის დირექტორის დავით მდინარაძის ინფორმაციით, სამივე პაციენტს აღენიშნება ტრავმები და ამჟამად, მათ კლინიკო-ლაბორატორიული კვლევები უტარდებათ.
შსს-ს განცხადებით, ფაქტზე გამოძიება 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია