26 აპრილი 2024,   15:19
ვრცლად
პრემიერ-მინისტრს საკანონმდებლო ორგანოში ხვალ ელოდებიან - ოპოზიცია მწვავე შეკითხვების დასამელად ემზადება

აუდიტის სამსახურის დასკვნა სავარაუდოდ ერთ-ერთი იქნება იმ საკითხებს შორის, რომელზეც საქართველოს პრემიერ-მინისტრს პარლამენტში მოუწევს საუბარი.

გიორგი გახარიას საკანონდებლო ორგანოში ხვალ ელოდებიან. საუბრის ძირითადი თემები "კოვიდ 19"-თან ბრძოლა და ხელისუფლების ანტიკრიზისული გეგმაა.

გიორგი გახარია საკანონდებლო ორგანოში საკუთარი ინიციატივით მიდის, უახლოეს პერიოდში პრემიერი დეპუტატებს კიდევ ორჯერ შეხვდება - 29 მაისს, ინტერპელაციის წესით და ივნისში, რასაც რეგლამენტი ითვალისწინებს.

პრემიერის გადაწყვეტილებას, ინტერპელაციის წესით მისვლამდე რამდენიმე დღით ადრე მივიდეს პარლამენტში, ოპოზიცია პიარკამპანიის ნაწილად თვლის და მწვავე კითხვებისთვის ემზადებიან.

პარლამენტის ფრაქცია "ევროპული საქართველოს" მდივნია გიორგი კანდელაკის განცხადებით, კითხვები რომლის დასმასაც პრემიერ გიორგი გახარიასთვის აპირებს, ძირითადად ეკონომიკურ კრიზისს და "ქართული ოცნების" პოლიტიკას ეხება, რომელიც არ აღმოჩნდა ეფექტური მოსახლეობისთვის.

"კითხვები პრემიერ-მინისტრთან უკავშირდება ეკონომიკურ კრიზისს. "ქართული ოცნების" პოლიტიკას, რომლის ფარგლებშიც თვითდასაქმებულების 2/3 რჩება შემოსავლის გარეშე და აძლევენ რაღაც მიზერულ სამარცხვინო თანხას,"- განაცხადა გიორგი კანდელაკმა.

პარლამენტის ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის მოადგილე სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ პრემიერთან კითხვები ძირითადად 8 მარტის შეთანხმებაზე ექნება.

"საქართველოს ხელისუფლება 8 მარტის შეთანხმების შესრულებას ხელს უშლის. ქვეყნის საგარეო იმიჯი ახლა არის სრულიად ჩამოშლილი და ეს ყველაფერი საფრთხეს უქმნის იმ თანამშრომლობას და დახმარებას, რომელიც სასიცოცხლოდ გვესაჭიროება დასავლელი პარტნიორებისგან,"- განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

დღის ამბები