26 აპრილი 2024,   15:16
ვრცლად
ველოდებით მწვავე პოლიტიკურ დისკუსიას, თუმცა მთავარია, რომ ხელისუფლებამ კარგად გაართვა თავი პანდემიას - ირაკლი სესიაშვილი

"კოვიდ 19"-თან ბრძოლა და ანტიკრიზისული გეგმა - ეს მთავარია საკითხებია, რაზეც ხვალ პარლამენტში პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ისაუბრებს. 

მმართველ გუნდს პრემიერთან ნაკლები კითხვა აქვთ, რადგან უფრო მეტად ჰქონდათ კომუნიკაციის საშუალება, საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში.

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, პრემიერმა და მთავრობამ კრიზისთან ბრძოლას თავი კარგად გაართვეს.

"ხვალ საპარლამენტო კონტროლის ფარგლებში ვუმასპინძლებთ პრემიერს და მთავრობას. ველოდებით მწვავე პოლიტიკურ დისკუსიას, თუმცა მთავარი არის ის, რომ ხელისუფლებამ ძალიან კარგად გაართვა თავი პანდემიას,"- განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

შეგახსნებთ, პრემიერ-მინისტრი საკანონმდებლო ორგანოში ხვალ თავისი ინიციატივით მიდის. თვის ბოლოს კი ოპოზიციის მოთხოვნით, ივნისის ბოლოს პრემიერი პარლამენტის წინაშე კიდევ ერთხელ უკვე წლიური ანგარიშით წარდგება.

ხვალ პარლამენტში სესია 12:00 ზე დაიწყება.

დღის ამბები