14 მაისი 2024,   18:51
ვრცლად
COVID-19-ის ხელახლა გავრცელების გამო, მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში გახსნილი სკოლები ისევ დახურეს

5 მილიონ ნახევარზე მეტი ინფიცირებული და თითქმის 349 ათასი გარდაცვლილი - ასეთია მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების ბოლო მონაცემები.

ესპანეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში კორონავირუსით დაღუპულთა მოსახსენიებლად 10-დღიანი გლოვა გამოცხადდა.

პანდემიის მიუხედავად, სახელმწიფოები ზომებს ამსუბუქებენ. თუმცა ზოგიერთ სახელმწიფოში აკრძალვების მოხსნას ინფიცირების შემთხვევების მატება მოყვა.

ავსტრალიაში სკოლების ნაწილმა სწავლება ორშაბათს განაახლა, თუმცა სასწავლო დაწესებულებები მალევე დაიხურა რადგან სიდნეიში ორ მოსწავლეს კორონავირუსი დაუდგინდა.

დღეს 200-ზე მეტი სკოლა უნდა გახსნილიყო სამხრეთ კორეაში, თუმცა განათლების სამინისტროს ბრძანებით, სასწავლო პროცესი ისევ გადაიდო. მიზეზი მოსწავლეების დაინფიცირება გახდა.

ფილიპინების პრეზიდენტი კი აცხადებს, რომ კორონავირუსის ვაქცინის შექმნამდე ქვეყანაში სკოლებში სასწავლო პროცესი არ აღდგება.

დღის ამბები