04 მაისი 2024,   04:15
ვრცლად
ოკუპირებულ აფხაზეთში ეპიდსიტუაციის გამო დაწესებული შეზღუდვები 15 ივნისამდე გახანგრძლივდება

ოკუპირებულ აფხაზეთში ეპიდსიტუაციის გამო დაწესებული შეზღუდვები 15 ივნისამდე გახანგრძლივდება. დე ფაქტო ხელისუფლების ინფორმაციით, ისევ აკრძალული იქნება მასობრივი შეკრებები და აქტივობები, კვლავ შეუძლებელი იქნება ოკუპირებულ რეგიონში შესვლაც.

გამონაკლისის სახით გამოცდებისთვის მოსამზადებლად 2 ივნისიდან სასწავლო პროცესი აღდგება დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის.

გასულ დღე-ღამეში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსზე ტესტი 38 ადამიანს ჩაუტარდა, მათგან ვირუსი არცერთს არ დაუდასტურდა. ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე ტერიტორიაზე COVID-19-ის 28 შემთხვევა ფიქსირდება, მათგან 17 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ერთი კი გარდაიცვალა.

დღის ამბები