ე.წ. საბურთალოს კლასტერის კონტაქტების კვლევა გრძელდება - საკარანტინო სივრცეებში კიდევ 20-ზე მეტი პირი გადაიყვანეს. ეს ადამიანები იმ კორპუსის ახლოს ცხოვრობენ, სადაც ერთი ოჯახის რამდენიმე წევრს კორონავირუსი დაუდასტურდა.
მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ერთ-ერთი ინფიცირებული მათ შენობაში სტუმრად იმყოფებოდა - საკარანტინო სივრცეში გადაყვანის სურვილი რამდენიმე პირმა თავად გამოთქვა.
ადგილზე მუშაობას განაგრძობენ ეპიდემიოლოგები. ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებიც.