26 აპრილი 2024,   15:38
ვრცლად
ნებისმიერ პარტიას უნდა ჰქონდეს იმდენი ჭკუა, რომ მთავრობა ყველა შემთვევაში იყოს კოალიციური - ნინო ბურჯანაძე

"ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის" თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე აცხადებს,რომ  ნებისმიერი პარტია ეცდება, საკუთარი რიგებიდან დააყენოს პრემიერობის კანდიდატი.

ბურჯანაძე ამბობს, რომ ნებისმიერ პარტიას უნდა ჰქონდეს იმდენი ჭკუა, რომ მთავრობა ყველა შემთვევაში იყოს კოალიციური. 

"პრემიერ-მინისტრის საკითხის დაყენება, ან გიორგი ვაშაძის საკითხის დაყენება, ეს მათი შიდა საქმეა. მე არ მგონია, რომ ამ საკითხმა რაიმე სერიოზული განხეთქილება შეიტანოს ამ საკითხში. ნებისმიერი პარტია ეცდება, რომ თავისი რიგებიდან დააყენოს პრემიერ-მინისტრის კანდიდატურა და ეს აბსოლუტურად ბუნებრივია.

ნებისმიერ პარტიას უნდა ჰქონდეს იმდენი ჭკუა, რომ მთავრობა ყველა შემთვევაში იყოს კოალიციური. იმიტომ, რომ არცერთ პარტიას დღეს არ აქვს აბსოლუტური რესურსი, რომ ეფექტურად დაკოპლექტდეს მთავრობა სრულად პროფესიონალების მხრიდან," - აღნიშნა ნინო ბურჯანაძემ. 

ეყოლება, თუ არა ოპოზიციას კოალიციური მთავრობის შემთხვევაში ერთიანი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, რომელზეც იქნება სრული კონსენსუსი - საკითხი ამ ეტაპზე ბუნდოვანია.

ოპოზიციაში ამბობენ, რომ თემაზე საუბარი ნაადრევია, თუმცა კონკრეტული განცხადებები უკვე კეთდება.

პირველი ვისი სახელიც გაჟღერდა "ახალი საქართველოს" თავმჯდომარე გიორგი ვაშაძეა, თუმცა "ნაციონალურ მოძრაობაში" ამბობენ, რომ ეს კანდიდატურა არ განიხილება არც ახლა და არც მომავალში. 

დღის ამბები