26 აპრილი 2024,   15:43
ვრცლად
საქართველოში დაკავებული თურქეთის მოქალაქეები სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

საქართველოში დაკავებული თურქეთის მოქალაქეები თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. იარაღის უკანონო ტარებისა და საზღვრის უკანონო კვეთაში ბრალდებულ 9 პირს მოსამართლემ აღკვეთის ღონისძიება შეუფარდა. არ დაკმაყოფილდა დაცვის მხარის შუამდგომლობა, რომელიც გირაოს ითხოვდა.

დღეს სასამართლო პროცესზე პირველად გაისმა სიტყვა "ტერორიზმი" ერთ-ერთი დაკავებულის მხრიდან, რომელმაც სასამართლოს უთხრა, რომ ითხოვს თავშესაფარს, რადგან, მისი სიტყვებით, არსებობს ტერორიზმის საფრთხე, რასაც მისი ოჯახის წევრი შეეწირა.

შეგახსენებთ, რომ თურქეთის 9 მოქალაქეს საზღვრის უკანონო კვეთასა და იარაღის ტარებაში ედავებიან. მათ შორის არის ცნობილი კრიმინალი, დაჯგუფების ლიდერი, რომელსაც თურქი სამართალდამცველები წლებია, ეძებდნენ.

დღის ამბები