19 მაისი 2024,   03:29
ვრცლად
ბაგებში სროლის საქმეზე ერთ-ერთი დაკავებული, რომელიც ადვოკატის თქმით, 3 დღეა შმიშილობს, სასამართლო პროცესზე შეუძლოდ გახდა

საქალაქო სასამართლომ ბაგებში მომხდარი სროლის საქმეზე დაკავებულებს აღმკვეთი ღონისძიება პატიმრობა შეუფარდა. პროცესი ონლაინრეჟიმში ჩატარდა.

ბრალდებული მამუკა გურჩიანის ადვოკატი 20 ათასლარიან გირაოს ითხოვდა. ბრალდებული მერაბ ხიდაშელი კი, ადვოკატის თქმით, საკუთარ თავს უკანონო პატიმრად მიიჩნევს და ბრალს არ აღიარებს. ადვოკატის მტკიცებით, ის სამი დღეა შიმშილობს.

დღევანდელ პროცესზე ბრალდებულ ხიდაშელი შეუძლოდ გახდა, მას სამედიცინო დახმარება დასჭირდა.

"მოსამართლემ გაიზიარა პროკურორის შუამდგომლობა და ორივე ბრალდებულს აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა განუსაზღვრა. მერაბ ხიდაშელი უკვე მესამე დღეა შიმშილობს და შეუძლოდ გახდა და გაეწია დახმარება," - განაცხადა მერაბ ხიდაშელის ადვოკატმა დავით კორკოტაშვილიმა.

"მამუკა გურჩიანი მოძრაობდა თავისი ავტომანქანით იმ ტერიტორიაზე, სადაც მიმდინარეობდა შეხვედრა სხვა პირების. მანქანის გადახვევა - არგადახვევას მოჰყვა შეკამათება იმათი მხრიდან მამუკას მიმართ დედის შეგინებას, რაც ვერ მოითმინა მამუკამ და უპასუხა ცეცხლსასროლი იარაღით," - აღნიშნა გურჩიანის ადვოკატმა კობა ამბარდაშვილმა.

წინასასამართლო სხდომა 27 ივნისს ჩაინიშნა. მამუკა გურჩიანს ბრალი წაუყენეს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის შეძენა, შენახვა, ტარების ფაქტზე, მერაბ ხიდაშელს კი ჯგუფურად განხორციელებულ ფიზიკური ძალადობის ფაქტზე.

დანაშაული 3 მივნისს ჭავჭავაძის გამზირზე მოხდა. გამოძიების ინფორმაციით დაკავებულები თავს დაესხნენ მოქალაქეს, რომელსაც ერთ-ერთმა მოგვიანებით დაზიანებები მიაყენა.

დღის ამბები