22 ნოემბერი 2024,   05:26
ვრცლად
სისხლიანი გარჩევა დედოფლისწყაროში - სოფელ გამარჯვების დეპუტატმა ორი მამაკაცი დაჭრა

სისხლიანი გარჩევა დედოფლისწყაროში - სოფელ გამარჯვების "ქართული ოცნების"  დეპუტატმა ორი მამაკაცი ცივი იარაღით დაჭრა.

შემთხვევა სოფლის ცენტრში მოხდა. გია ჭინჭარაულმა მის მოგვარე 40 წლამდე მამაკაცებს გულ-მკერდისა და მუცლის არეში ჭრილობები ცივი იარაღით მიაყენა.

ადგილობრივები მომხდარის დეტალებზე მედიასთან არ საუბრობენ, თუმცა აცხადებენ, რომ საჯარო მოხელე თავს იცავდა, რა დროსაც ორ პირს გულ-მკერდის არეში დაზიანებები მიაყენა.

დაშავებულებს გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია ადგილობრივ სავადმყოფოში ჩაუტარდათ. ექიმის თქმით, მდგომარეობა მძიმეა, რის გამოც თბილისის სპეციალურ კლინიკაში გადაიყვანეს.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება. ბრალდებული პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა.

დღის ამბები