25 აპრილი 2024,   04:06
ვრცლად
სოფელ გამარჯვების საკრებულოს დეპუტატის მიერ ორი დაჭრილიდან ერთ-ერთი თბილისის კლინიკაში გადაიყვანეს

დედოფლისწყაროს სოფელ გამარჯვების საკრებულოს დეპუტატ გია ჭინჭარაულის მიერ დაჭრილი ორი მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა.

ექიმის განცხადებით, დაჭრილი პაციენტების სასიცოცხლო ორგანოებია დაზიანებული და  ერთ-ერთი დაჭრილი თბილისის სპეციალურ კლინიკაში გადაიყვანეს.

"რეანიმაციულ განყოფილებაში დედოფლისწყაროდან შემოყანილია 1 პაციენტი, 23 წლის ახალგაზრდა. გულმკერდსა და მუცლის ღრუში შემავალი ნაკვეთი ჭრილობით. იმყოფება მართვით სუნთქვაზე. ამ ეტაპისთვის, ზოგადი მდგომარეობა შედარებით სტაბილურია. მიმდინარეობს მკურნალობა," - განაცხადა რეანიმატოლოგ-ანესთეზიოლოგმა მარიამ ქენქაძემ.

ადგილობრივების ინფორმაციით, სავარაუდოდ, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ძმები ფიზიკურად გაუსწორდნენ საკრებულოს დეპუტატს.

შემთხვევა სოფლის ცენტრში მოხდა. გია ჭინჭარაულმა მის მოგვარე ძმებს ჭრილობები გულ-მკერდისა და მუცლის არეში მიაყენა.

ცოტა ხნის წინ შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდართან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან მალევე დააკავეს.

მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლის მე-7 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

დღის ამბები