22 ნოემბერი 2024,   22:18
ვრცლად
აქცია ტყიბულში - ათასამდე მეშახტე უსაფრთხოების ზომების დაცვასა და ხელფასების მატებას მოითხოვს

ტყიბულში ათასამდე მეშახტე მუშაობაზე უარს აცხადებს. მინდელის შახტთან შეკრებილი მეშახტეები უსაფრთხოების ზომების დაცვასა და ხელფასების მატებას მოითხოვენ.

მათი პროტესტი ორი დღის წინ მომხდარ ინციდენტს მოჰყვა. არსებული ინფორმაციით, მინდელის შახტში ლიფტი ჩავარდა, თუმცა გაიჭედა. ლიფტში 22 მეშახტე იყო, რომლებიც შემთხვევით გადარჩნენ. ადმინისტრაცია კი მათი პრობლემით არ დაინტერესებულა.

მეშახტეები უსაფრთხოების ზომების გამკაცრებას მოითხოვენ , წინააღმდეგ შემთხვევაში კი შესაძლოა პროტესტის უკიდურეს ფორმებსაც მიმართონ.

მეშახტეების თქმით, ეკონომიკის მინისტრის დაპირების მიუხედავად, ხელფასები არ გაზრდილა.

დღის ამბები