19 მაისი 2024,   17:40
ვრცლად
წყალდიდობა ჩინეთში - სტიქიას 6 ადამიანი ემსხვერპლა

წყალდიდობა ჩინეთში - სტიქიას 6 ადამიანი ემსხვერპლა.

ჩინეთში წყალდიდობას მსხვერპლი მოჰყვა. ქვეყნის სამხრეთ და ცენტრალურ რეგიონებში სტიქიას 6 ადამიანი ემსხვერპლა.

ევაკუირებულია 200 ათასზე მეტი ადგილობრივი. ძლიერი წვიმის შედეგად ადიდდა მდინარეები.

განადგურებულია 1,300-ზე მეტი საცხოვრებელი სახლი. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, რეგიონებს 500 მილიონ დოლარამდე ზარალი მიადგა.

დღის ამბები