14 მაისი 2024,   01:04
ვრცლად
4 ახალი შემთხვევის ინფიცირების წყარო უცნობია, რაც დიდი რისკის შემცველია - გიორგი გახარია

პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, საგანგაშოა ის ფაქტი, რომ ახალი შემთხვევებიდან 4 წყაროს კლასტერი უცნობია და მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდა.

"დღეს ინფიცირების ახალი შემთხვევა გვაქვს. ეს ერთი შეხედვით არ არის ბევრი, თუმცა უკიდურესად საგანგაშოა  ის ფაქტი, რომ ამ 6 ახალი შემთხვევიდან 4-ის წარმომავლობა დღეის მდგომარეობით არ არის ცნობილი. ამ 4-დან რომლის წყაროსაც ვერ ვადგენთ, სამი გახლავთ თბილისში. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გავხსენით ეკონომიკა და მივიღეთ ის გადაწყვეტილებები, რომელიც ჩვენ მოქალაქეებს აძლევს შესაძლებლობას ნაკლები შეზღუდვებით ვიცხოვროთ ყოველღიურად, არც ერთ შემთხვევაში  არ უნდა დაგვავიწყდეს და არავის არ უნდა ჰქონდეს იმისი ილუზია, რომ ვირუსი დამარცხებულია. ყველა კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ეს 4 ახალი შემთხვევა ინფიცირების, რომლის წყაროც დღეის მდგომარეობით დაუდგენელია არის დიდი რისკის შემცველი. ეს ფაქტობრივად, არის 4 ახალი კლასტერი, რომელზეც ჩვენ არანაირი წარმოდგენა არ გვაქვს, საიდან, როდის ან სად მოხდა ეს ინფიცირება. რაც, რა თქმა უნდა, არის საგანგაშო. ჩვენ არც ერთ შემთხვევაში არ უნდა გადავდგათ ისეთი ნაბიჯები და უნდა ვიყოთ უკიდურესად ფრთხილები, რომ ის მიღწევა, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია,  არ დავკარგოთ და ამის ბევრი მაგალითია დღეს მსოფლიოში," - განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

დღის ამბები