25 ნოემბერი 2024,   13:32
ვრცლად
აჭარის მთავრობის სახლთან გარემოვაჭრეებმა აქცია გამართეს

აჭარის მთავრობის სახლთან გარემოვაჭრეებმა აქცია გამართეს. ისინი ვაჭრობის უფლებას ითხოვენ და ამბობენ, რომ წლებია ფალავანდიშვილის ქუჩაზე ვაჭრობდნენ, ახლა კი, მუნიციპალურმა სამსახურებმა ამ ტერიტორიაზე პროდუქციის გაყიდვა აუკრძალა.

გარემოვაჭრეების თქმით, მათ ახალი ავტოსადგურის შენობაში შესთავაზეს გადასვლა, თუმცა იქ მათთვის ხელსაყრელი ადგილი არ არის, ხალხი არ მოძრაობს და ვაჭრობა არ აქვთ. რამდენიმე მათგანი უკანონო გარევაჭრობისთვის დააჯარიმეს.

დღის ამბები