02 მაისი 2024,   17:16
ვრცლად
შესაძლოა ქვეყანაში უსიმპტომო ინფიცირების წყაროები გაჩნდეს - პაატა იმნაძე კორონავირუსის დაუდგენელი შემთხვევების შესახებ

დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე ამბობს, რომ შესაძლოა COVID-19-ის დღეს გამოვლენილი შემთხვევების დაინფიცირების წყარო დაადგინონ, მაგრა მისივე თქმით, თუ ეს ასე არ მოხდა სავარაუდოდ ინფიცირების წყაროებს შორის უსიმპტომო ინფიცირების წყაროები იქნებიან.

პაატა იმნაძის თქმით, აუცილებელია საზოგადოებამ ამჟამად მოქმედი ყველა წესები დაიცვას, რათა არ მოხდეს რაიმე შეზღუდვების მოხსნის შეფერხება.

"შეიძლება გავიდეთ რაიმე დაინფიცირების წყარო სად იყო, მაგრამ თუ ვერ გავედით - ეს არის ძალიან ცუდი და იმას ნიშნავს, რომ მოსალოდნელიც არის, რომ რა თქმა უნდა, ინფიცირების წყაროები იქნებიან, მათ შორის უსიმპტომო ინფიცირების წყაროები.

ამიტომაც იმისათვის, რომ არ მოხდეს რაიმე შეზღუდვების მოხსნის შეფერხება, ამისათვის საჭიროა ყველამ დავიცვათ ის წესები, რაც ახლა მოქმედებს," - განაცხადა პაატა იმნაძემ.

დღის ამბები