27 აპრილი 2024,   10:06
ვრცლად
გურჯაანში ავარიას 60 წლამდე ქალი ემსხვერპლა

ქვეითი ემსხვერპლა ავარიას გურჯაანში - შემთხვევა ე.წ. კოტეხის დასახლებაში მოხდა.
60 წლამდე ასაკის ქალი, ცენტრალურ მაგისტრალზე გადასვლას ცდილობდა, რა დროსაც მას მსუბუქი ავტომანქანა დაეჯახა.

ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარებას ქალი დაღუპული დახვდა. მომხდარის გამო გარკვეული პერიოდი გზაზე გადაადგილება შეფერხებული იყო. მიმდინარეობს გამოძიება.

დღის ამბები