თელავში "მერსედესის" მარკის ავტომობილი დაიწვა. თვითმხილველების ინფორმაციით, მძღოლმა მანქანა გააჩერა, რა დროსაც ცეცხლი გაუჩნდა და დაიწვა.
ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ჯგუფები. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
წინასწარი ინფორმაციით, აალების მიზეზი გაუმართავი ელექტროსადენები გახდა.