19 დეკემბერი 2024,   07:43
ვრცლად
სპეცსამსახურების ეფექტური მუშაობით, ქვეყანამ დესტაბილიზაციის საფრთხე აიცილა - გიორგი ვოლსკი გიორგი გაბუნიას შესაძლო ლიკვიდაციის საქმეზე

მმართველ გუნდში განმარტავენ, რომ გიორგი გაბუნიას შესაძლო ლიკვიდაციის საქმეზე, სპეცსამსახურების ეფექტური მუშაობით, ქვეყანამ დესტაბილიზაციის საფრთხე თავიდან აიცილა. 

"ვფიქრობ რომ ეს კრიმინალური დანაშაული უნდა მომსახურებოდა გარკვეული დესტაბილიზაციის შექმნას საქართველოში, ამით წამოიწეოდა რუსული თემა და ასევე გაბუნიას კრიტიკული გამონათქვამებიც, რომლის შემდეგაც გაკეთდებოდა დასკვნები, რომელიც ჩვენი ოპონენტების გარკვეულ ჯგუფს აბსოლუტურად არ ეზარება.

მადლობა უსაფრთხოების სამსახურს, რომ ეს ოპერაცია ჩაატარა და ასეთი ბოროტი განზრახვა გამოავლინა," - აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი. 

დღის ამბები