19 მაისი 2024,   04:34
ვრცლად
არჩევნების საკონსტიტუციო ვადებში ჩატარებას არაფერი ემუქრება, ასეთი რისკი არ არსებობს, თუ არსებობს, მინიმალურია - პრემიერი

არჩევნების საკონსტიტუციო ვადებში ჩატარებას არაფერი ემუქრება. საერთოდ ვთვლი, რომ ასეთი რისკი არ არსებობს და თუ არსებობს, მინიმალურია  - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გიორგი გახარიამ ყურადღება პროპორციული საარჩევნო სისტემაზე, პოლიტიკური ელიტების ცვლილების საკითხსა და პოლიტიკურ ცხოვრებაში ახალი თაობის ჩართვის შესაძლებლობაზეც გაამახვილა.

მთავრობის მეთაური დარწმუნებულია, რომ მომდევნო პარლამენტი ბევრად პროფესიონალური იქნება.

"ასეთი რისკი არ არსებობს და თუ არსებობს, მინიმალურია. არჩევნებს, საკონსტიტუციო ვადებში არაფერი არ ემუქრება. პროპორციული საარჩევნო სისტემა რატომ არის ჩემთვის დღეს საქართველოში უკიდურესად მნიშვნელოვანი - პროპორციული საარჩევნო სისტემა და რა თქმა უნდა, საპარლამენტო დემოკრატია ეს არის შესაძლებლობა იმის, რომ სწრაფად მოხდეს პოლიტიკური ელიტების ცვლილება. ახალი თაობა, ბევრად უფრო განათლებული, ორგანიზებული, მერწმუნეთ, ბევრად უფრო ეფექტური ამ პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩაერთოს რაც შეიძლება სწრაფად.

პოლიტიკური პროცესი ქვეყანაში ვითარდება და ამ პროცესის ხარისხიც იზრდება, ეს ყველაფერი აისახება პირველ რიგში პარლამენტში. მე დარწმუნებული ვარ, რომ 2020 წლის პარლამენტი იქნება ბევრად უფრო პროფესიონალური, ეფექტური და იქნება ის პლატფორმა, სადაცსაქართველოს აქტიურ პოლიტიკურ ძალებს შეეძლებათ შინაარსობრივი დებატების მოწყობა," - განაცხადა გიორგი გახარიამ.

დღის ამბები