გიორგი გაბუნია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაიბარეს. ჟურნალისტს ჯერ არ გადაუწყვეტია, მივა თუ არა ის გამოკითხვაზე. შესაძლოა, ნიკა გვარამიას მსგავსად, გიორგი გაბუნიამაც მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით მოითხოვოს გამოკითხვა.
შეგახსენებთ, 12 ივნისს თბილისში განხორციელებული სპეცოპერაციის დროს დაკავებული რუსეთის მოქალაქე ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას გეგმავდა.