17 მაისი 2024,   16:53
ვრცლად
"სუსისგან გამოვიდა ეს ინფორმაცია, შესაბამისად მათ იცოდნენ" - გიორგი გაბუნია

გიორგი გაბუნია სასამართლოში მივიდა, სადაც მის შესაძლო ლიკვიდაციასთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების ფარგლებში, მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით უნდა გამოიკითხოს. ჟურნალისტმა სუს-ში გამოკითხვაზე უარი თქვა და მოსამართლის თანდასწრებით გამოკითხვა თავად მოითხოვა.

"ბევრი არ მაქვს სათქმელი, მე მქონდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჩემი ლიკვიდაცია შესაძლოა ყოფილიყო დღის წესრიგში, მქონდა ზოგადი ინფორმაცია, დეტალების შესახებ არც უთქვამს და გამოძიებასთან საუბარიც არ შემიძლია, იმიტომ, რომ არ ვიცი, ვიცი რომ მითვალთვალებდნენ, რაც შეამჩნია ჩემმა დაცვამ," - განაცხადა გიორგი გაბუნიამ.

გაბუნიას თქმით, ლიკვიდაციის შესაძლებლობასა  და თვალთვალის შესახებ მას საგამოძიებო უწყებაში არ განუცხადებია:

"მე, აგრეთვე, მქონდა ინფორმაცია, რომ სუსისგან გამოვიდა ეს ინფორმაცია, შესაბამისად მათ იცოდნენ, გამაფრთხილეს კიდევაც, რომ ამის შესახებ არავისთან უნდა მელაპარაკა," - აღნიშნა გიორგი გაბუნიამ.

მისი თქმით, ის ჯერჯერობით არ აპირებს სახელმწიფოსგან დაცვა მოითხოვოს.

დღის ამბები