22 დეკემბერი 2024,   23:24
ვრცლად
შვიდივე დაესწრება ჩვენი ფრაქციიდან, ოღონდ ბოლომდე შესრულდეს ეს 8 მარტის შეთანხმება - გრიგოლ ვაშაძე

ნაციონალური მოძრაობა საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერის პირობად ისევ გიორგი რურუას გათავისუფლებას აყენებს. როგორც პარტიის თავმჯდომარე აცხადებს, ამ ეტაპზე არ არის შესრულებული ხელისუფლების მეირ აღებული ვალდებულება, რომელიც გიორგი რურუას გათავისუფლებას ეხებოდა. გრიგოლ ვაშაძის თქმით, თუ ეს ვალდებულება შესრულდა, ენმ-ს ფრაქცია მზადაა სხდომას დაესწროს:

"შვიდივე დაესწრება ჩვენი ფრაქციიდან, ოღონდ ბოლომდე შესრულდეს ეს 8 მარტის შეთანხმება. ყველამ ვიშრომეთ ამისათვის, ჩვენც, ხელისუფლებამაც, ფასილიტატორებმაც და შევასრულოთ ბარემ ბოლომდე ეს ხელშეკრულება დეკლარაციასთან ერთად, სადაც ჩაწერილია შავით თეთრზე, რომ მაღალი პოლიტიკური და სოციალური ინტერესების საქმეები უნდა გადაწყდეს  და მართლმსაჯულება და სამართალდამცავი ორგანოები არასდროს არ უნდა გამოიყენებოდნენ პოლიტიკური მიზნებისთვის,"- განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

დღის ამბები