19 მაისი 2024,   03:50
ვრცლად
პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების პირველი მოსმენით განხილვა მიმდინარეობს

საქართველოს პარლამენტი რიგგარეშე სხდომაზე დღეს საკონსტიტუციო ცვლილებებს პირველი მოსმენით განიხილავა და კენჭსყრა მიმდინარეობს.

სხდომას 120 დეპუტატი ესწრება. ცვლილების მისაღებას 113 კანონმდებლის ხმაა საჭირო.

ცვლილებების პროექტის თანახმად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შერეული საარჩევნო სისტემითა (120 პროპორციული, 30 მაჟორიტარული) და 1%-იანი ბარიერით ჩატარდება. კანონპროექტი გულისხმობს ე.წ. 40%-იან ჩამკეტ მექანიზმსაც. კერძოდ, პარტია, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე პროპორციული სისტემით 40.54%-ზე ნაკლებ მხარდაჭერას მიიღებს, მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირებას ვერ შეძლებს.

დღის ამბები