22 მაისი 2024,   03:53
ვრცლად
ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ გათავისუფლებულ მამაკაცს კორონავირუსზე შემოწმება უტარდება - პასუხები დღეს გახდება ცნობილი

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დაკავებული საქართველოს მოქალაქე დღის ბოლოს გაათავისუფლა. მომხდარის დეტალები არ საჯაროვდება.

63 წლის ჯუმბერ ფსიტიძე რუსმა ოკუპანტებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალუბნიდან, ძალის გამოყენებით წაიყვანეს. გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი საქონელს მწყემსავდა. მასთან ერთად მყოფმა კიდევ ორმა მამაკაცმა გაქცევა შეძლო.

გათავისუფლებული ჯუმბერ ფსიტიძე გორში მდებარე კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც მას კორონავირუსზე შემოწმებას უტარდება. PCR ტესტის პასუხები დღეს გახდება ცნობილი.

დღის ამბები