17 მაისი 2024,   08:58
ვრცლად
ჩვენ გვაქვს ჩვენი ფუნქცია რეგიონში - უსაფრთხოება და სიმშვიდე, ამ მიმართულებით თანამშრომლობა აშშ-თან იძენს უფრო მეტ დატვირთვას - პრემიერი

"ჩვენი ფუნქცია რეგიონში, პირველ რიგში, არის უსაფრთხოება და ამ მიმართულებით თანამშრომლობა აშშ-თან იძენს უფრო მეტ დატვირთვას," - აღნიშნული განცხადება პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

"სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში, რომელიც ტერორიზმის შესახებ 2019 წლის მონაცემებს ეხება, საქართველოს სპეციალური სამსახურების ქმედითუნარიანობა უაღრესად მაღალი ხარისხით არის შეფასებული.

ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ჩვენ და ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორ აშშ-ს შორის, განსაკუთრებით უსაფრთხოების სფეროში, კოოპერირება იყოს სულ უფრო ეფექტური.

ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ გვაქვს ჩვენი ფუნქცია რეგიონში, ეს ფუნქცია, პირველ რიგში, არის უსაფრთხოება და სიმშვიდე. ამ მიმართულებით ჩვენი თანამშრომლობა აშშ-თან იძენს უფრო მეტ დატვირთვასა და შინაარსს," - აღნიშნა გიორგი გახარიამ.

დღის ამბები