სიღნაღის მუნიციპალიტეტში მომხდარ ავარიას 3 წლის ბავშვი ემსხვერპლა. "რუსთავი 2-ის" კორესპონდენტის ცნობით, შემთხვევა სოფელ ტიბაანში მოხდა. ავტომობილი განათების ბოძს დაეჯახა, რის შედეგადაც მანქანაში მჯდომი მცირეწლოვანი ადგილზე გარდაიცვალა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო.