18 მაისი 2024,   14:03
ვრცლად
კოტე კემულარიამ პარტია "გამარჯვებული საქართველო" დატოვა

კოტე კემულარიამ პარტია "გამარჯვებული საქართველო" დატოვა. კოტე კემულარიას თქმით, მან პარტიიდან წასვლის შესახებ გაცხადება ორი დღის წინ დაწერა.

"მიზეზი არის ის, რომ სულ სხვანაირად იყო ჩაფიქრებული სხვადასხვა შეხედულებების მქონე ადამიანების შეკრება და საკმაოდ პოპულარული იყო ეს გაერთიანება, მაგრამ ირაკლი ოქრუაშვილის დაჭერა, ხელისუფლების აგრესიული შეტევა, სპეცსამსახურების მუდმივი და აქტიური მოქმედება სამწუხაროდ, გახდა მიზეზი, რომ ჩვენ ვეღარ შევძელით ირაკლის გათავისუფლების მერე აღდგენა იმ სულისკვეთების, რაც იყო", - განაცხადა კემულარიამ.

კემულარია აცხადებს, რომ ის აქტიურ პოლიტიკაში და იმ ახალგაზრდების გვერდით რჩება, ვინც 20 ივნისის მოვლენების შემდგომ აქტიურ პროტესტს გამოხატავს.

დღის ამბები