25 ნოემბერი 2024,   13:50
ვრცლად
ნათელაშვილის ფანჩატურში შეკრებილი საახლობლო კრიმინალურ ერთობად ჩამოყალიბდა​ - დავით მათიკაშვილი

ოპოზიციის შეფასებები გერმანიის ელჩის განცხადებაზე და "ქართული ოცნების" ბოდიში. უმრავლესობა შალვა ნათელაშვილს და გიგა ბოკერიას აკრიტიკებს და ვრცელ განცხადებას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც მათი ვალია, ქვეყნის სახელით გერმანელ დიპლომატს ბოდიში მოუხადონ.

"ქართულ ოცნებას" ევროპულმა საქართველომ უკვე უპასუხა.

პარლამენტის ფრაქცია "ევროპული საქართველოს" წევრის სერგო რატიანის თქმით, "ქართული ოცნება" მათ მაგივრად ბოდიშის მოხდას არ უნდა ბედავდეს.

"სასაცილოა, რომ "ქართულ ოცნებას" არ ესმის რა არის დემოკრატია და როგორ ფუნქციონირებს. "ოცნების" ხელისუფლება დასავლეთში ცნობილია, ისე როგორც პრორუსული ხელისუფლება. ასეთი ხელისუფლება კი ბედავს, რომ ჩვენი სახელით ბოდიში მოიხადოს,"- განაცხადა სერგო რატიანმა.

მმართველ პარტიაში კი აცხადებენ, რომ ოპოზიციის მხრიდან გაჟღერებული ფრაზები გერმანიის ელჩის მიმართულებით კიდევ ერთხელ და საბოლოოდ უსვამს ხაზს იმას, თუ რომელი გაერთიანება ატარებდა რუსულ ინტერესებს და რომელი პარტია იყო პრორუსული.

როგორც პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე დავით მათიკაშვილი აცხადებს, "ლეიბორისტული პარტიის" ოფისში შეკრებილი ოპოზიცია, კრიმინალურ ბანდად ჩამოყალიბდა.

"ნათელაშვილის ფანჩატურში შეკრებილი საახლობლო კრიმინალურ ერთობად ჩამოყალიბდა. ყველამ კარგად დაინახა ვითომ დასავლური ორიენტაცია. ეს არის შირმა, რადგან ყველა განცხადება მიმართულია ქართული დასავლური პოლიტიკის წინააღმდეგ. ამ განცხადებებმა წერტილი დაუსვა იმ კითხვას, რომელი პოლიტიკური ძალა რა საერთაშორისო ორიენტაციისაა,"- განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

შეგახსენებთ, "რუსთავი 2-თან" გერმანიის ელჩმა ჰუბერტ ქნირშმა აღნიშნა, რომ 8 მარტის მოლაპარაკებებზე და შეთანხმების დოკუმენტში გიორგი რურუა ნახსენები საერთოდ არ არის.

გერმანელი ელჩის განცხადებას კი გამოხმაურებები მოჰყვა, როგორც ოპოზიციიდან ასევე დამოუკიდებელი დეპუტატებისგანაც.

დღის ამბები