19 დეკემბერი 2024,   11:05
ვრცლად
დღევანდელ დღეს ერთადერთი დამარცხებული ჰყავს, ეს არის რადიკალური, დესტრუქციული, კრიმინალური ოპოზიცია - ირაკლი კობახიძე

"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის განცხადებით, საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება საქართველოს დემოკრატიული განვითარების გზაზე წინ გადადგმული ნაბიჯია.

ირაკლი კობახიძემ 8 მარტის შეთანხმებაში მონაწილე ფასილიტატორ ელჩებს მადლობა გადაუხადა.

"ესე დღე, პირველ რიგში, არის ჩვენი სახელმწიფოს გამარჯვება და კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი საქართველოს დემოკრატიული განვითარების გზაზე. ეს დღე, ასევე, არის ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების, განსაკუთრებით, 8 მარტის შეთანხმების ფასილიტატორი ელჩების გამარჯვება.

ეს დღე არის "ქართული ოცნების" გამარჯვებაც. ეს დღე არის იმ მუდმივი და თანმიმდევრული დემოკრატიული წინსვლის ლოგიკური გაგრძელება, რომელიც საქართველოში ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით შემდგარი 2012 წლის დემოკრატიული გარდატეხით დაიწყო.

დღევანდელ დღეს ჰყავს ერთადერთი დამარცხებული - ეს არის რადიკალური, დესტრუქციული, კრიმინალური ოპოზიცია, რომელმაც უხეშად დაარღვია 8 მარტის შეთანხმება, უარი თქვა ელჩების მკაფიო მოწოდებების შესრულებაზე და ამ ნაბიჯით კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ არის ანტისახელმწიფოებრივი, ანტიდემოკრატიული და ანტიდასავლური პოლიტიკური ძალა," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღის ამბები