19 აპრილი 2024,   23:27
ვრცლად
ბათუმში COVID 19-ის ორი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

ბათუმში covid19-ის ორი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ორივე პაციენტი შუახნის მამაკაცია. ისინი ტრაილერის მძღოლები არიან და ბოლო 24 საათის განმავლობაში სარფის საბაჟო გადმოკვეთეს.

მათ საბაჟოზე თერმოსკრინინგის დროს ტემპერატურა დაუფიქსირდათ, ისინი საზღვრიდან პირდაპირ ცხელების ცენტრში გადაიყვანეს.

ლაბორატორიული კვლევის შედეგად კი კორონავირუსი დაუდასტურდათ. ინფიცირებულები კლინიკა "მედალფაში" მოათავსეს.

მედიკოსების ინფორმაციით, ამ შემთხვევაში ვირუსი მსუბუქი სიმპტომატიკით მიმდინარეობს და პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

აღსანიშნავია, რომ აჭარაში კორონავირუსის ახალი შემთხვევა 30 აპრილის შემდეგ დღეს პირველად დაფიქსირდა.

დღის ამბები