19 აპრილი 2024,   21:20
ვრცლად
თიანეთში ციმბირის წყლულის შემთხვევა დაფიქსირდა

ციმბირის წყლულის შემთხვევა თიანეთის რაიონში - ინფექცია სოფელ ტუშურებში პირუტყვს და მის მეპატრონეს, 50 წლამდე ასაკის მამაკაცს აღმოაჩნდა.

ჯილეხის გავრცელების თავიდან ასაცილებლად დასახლებაში უკვე ჩატარებულია დეზინფექცია, სოფელში შემოწმდა საქონელი, ასევე ადგილობრივი მოსახლეობა.

პრევენციის მიზნით, გარკვეული პერიოდი ტუშურებიდან შეჩერდება ხორცისა და რძის პროდუქტის გატანაც. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, დასახლების კარანტინში მოქცევის საჭიროება არ არსებობს. დაინფიცირებული მამაკაცი საავადმყოფოშია მოთავსებული.

"ეს შემთხვევა დაფიქსირდა ლოკალურად ერთ ოჯახში. ამ ოჯახში გატარდა შესაბამისი ღონისძიებები. ეს გულისხმობს პირველ რიგში ბიოლოგიური უსაფრთხოების დაცვით ნიმუშების აღებას, ლაბორატორიაში გადაგზავნას, ადგილზე დეზინფექციების ჩატარებას და რა თქმა უნდა ცხოველების იმუნიზაციას, არამახოლოდ იმ ოჯახში, არამედ მთელ სოფელში და მის მომიჯნავე სოფლებში," - განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს მცხეთა-მთიანეთის რეგიონალური სამმართველოს უფროსმა  ნიკოლოზ ტყებუჩავამ.

 

დღის ამბები