19 მაისი 2024,   02:35
ვრცლად
"ქართული ოცნების" ყოფილი წევრი თემურ კახიძე "ევროპულ საქართველოს" შეურთდა

ბათუმის საკრებულოს წევრი თემურ კახიძე "ევროპულ საქართველოს" შეურთდა. პარტიის ახალი წევრი და "ქართული ოცნების" ყოფილი წარმომადგენელი მხარდამჭერებს გიგი უგულავამ და ოთარ კახიძემ წარუდგინეს.

ბრიფინგამდე კი მმართველმა გუნდმა განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ თემურ კახიძე "ქართული ოცნებიდან" და საკრებულოს უმრავლესობიდან გარიცხეს.

"მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ბატონმა თემურმა მიიღო ეს გადაწყვეტილება, მთელი "ქართული ოცნება" აწრიალდა. მთელი ღამის განმავლობაში სხვადასხვა სტრუქტურებთან ერთად მთელი ღამის განმავლობაში წრიალებდნენ, მაგრამ ვერაფერს რომ ვერ მიაღწიეს, დილით მოასწრეს და  ძირდამპალი ხელისუფლების ქრესტომათიულ-კლასიკური ჟანრის მიხედვით იმოქმედეს და ბატონი თემური დილაადრიან გარიცხეს ფრაქციიდან," - აღნიშნა გიგი უგულავამ.

თავად კახიძე აცხადებს, რომ ის იყო პასიურ მდგომარეობაში და ეს მეტყველებდა იმაზე, რომ ბევრ რამეში არ ეთანხმებოდა მმართველ გუნდს.

დღის ამბები