19 მაისი 2024,   08:53
ვრცლად
ქალებს აქვთ განსხვავებული გამოცდილება, სქესიდან და გენდერიდან გამომდინარე, მათ შეუძლიათ ქართულ პოლიტიკაში მრავალფეროვნება შემოიტანონ -  ბაია პატარაია

კავშირ "საფარის" აღმასრულებელი დირექტორი ბაია პატარაია "დღის კურიერის" ეთერში ქართულ პოლიტიკაში ქალის, როლის მნიშვნელობაზე საუბრობს.

როგორც ბაია პატარაიამ აღნიშნა, პარტიებს აქვთ შესაძლებლობა ჭკვიანი და კომპტენტური ქალებით დააკომპლექტონ გუნდი.

"პარტიას შეუძლია შემოიყვანოს ნათესავი ქალები გუნდში და ასევე პარტიებს შეუძლიათ ჭკვიანი და კომპეტენტური ქალებით დააკომპლექტონ გუნდი. ამის არჩევანი მათ ნამდვილად აქვთ, ის პარტია, რომელიც კომპეტენტურ პოლიტიკოს ქალებს შეიყვანს იქნება უფრო წარმატებული, ვინც დეიდაშვილებს დაისვამს ის ვერ იქნება კონკურენტუნარიანი.

ქალებს აქვთ განსხვავებული გამოცდილება, სქესიდან და გენდერიდან გამომდინარე, რომელიც ცხოვრებისგან მიიღეს. მაგალითად, თავიდან, როდესაც ვიწყებდით, ოჯახურ ძალადობაზე ან გაუპატიურებაზე ვსაუბრობდით კაცების დამოკიდებულება იყო სასაცილო, ქალი ასე არასდროს მოიქცევა, რადგან მათ ამაზე არ ეცინებათ. სწორედ ამიტომ ქალებს შეუძლიათ ქართულ პოლიტიკურ სივრცეში მრავალფეროვნება შემოიტანონ,"- განაცხადა ბაია პატარაიამ.

ბაია პატარაიას თქმით, პოლიტიკა უნდა იყოს ყველასი, მათ შორის ქალების და ბავშვების, მისი თქმით, აუცილებელია ქართული პოლიტიკა გახდეს მრავალფეროვანი.

როგორც ბაია პატარაიამ "დღის კურიერის" ეთერში განაცხადა, ქართული საზოგადოება და პოლიტიკა უნდა გრძნობდეს, რომ ქალი მხოლოდ დედა და სამზარეულოში მყოფი ობიექტი არ არის და მას ძალიან ბევრი რამის გაკეთება შეუძლია.

"მე ვფიქრობ, რომ ქალები მეტად გამოჩნდებიან კვოტების მიხედვით, რადგან მუნიციპალიტეტებში 14 % იყო და 20-მდე გაიზრდება. ჩვენი მოსახლეობა და პოლიტიკოსები დაინახავენ ქალ ლიდერებს და შეაფასებენ მათ. ყველა დაინახავს, როგორია ქალი პოლიტიკოსი და რისი შეთავაზება შეუძლია მათ. ყველა დაინახავს, რომ ქალი არ არის მხოლოდ დედა და მზარეული,"- განაცხადა ბაია პატარაიამ.

დღის ამბები