19 მაისი 2024,   07:32
ვრცლად
მეხუთე დღეა იუსტიციის სამინისტრო არ ასრულებს სასამართლოს გადაწყვეტილებას - ბაჩანა შენგელია პროკურატურას მიმართავს

ბაჩანა შენგელია უახლოეს დღეებში პროკურატურას მიმართავს. საგამოძიებო უწყებისგან ის ითხოვს, იუსტიციის სამინისტრომ აღასრულოს სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მისთვის ნოტარიუსის უფლებამოსილების აღდგენასთან დაკავშირებით.

ამავე დროს, ბაჩანა შენგელია აპირებს სარჩელი შეიტანოს საკონსტიტუციო სასამართლოშიც. ის მინისტრ თეა წულუკიანის იმ ბრძანების არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს, რომლის მიხედვითაც, ბაჩანა შენგელიას მტკიცებით, მის მიმართ ფეისბუქ პოსტების გამო დისციპლინარული დევნა ხორციელდება.

"ვასაჩივრებთ იუსტიციის მინისტრის ბრძანებას, ნორმატიულ აქტს, რომლითაც დადგენილია, რომ ნოტარიუსს ეკრძალება პოლიტიკური ნეიტრალიტეტის დარღვევა, რასაც მე მედავებიან, რომ თითქოს ჩემი ფეისბუქ პოსტები არის მიკერძოებული. მეხუთე დღეა უკვე იუსტიციის სამინისტრო არ ასრულებს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებას, რომლითაც მე აღმიდგა ნოტარიუსის უფლებამოსილება. ამაზე უახლოეს მომავალში პროკურატურას მივმართავ," - განაცხადა ბაჩანა შენგელიამ.

დღის ამბები