23 დეკემბერი 2024,   04:24
ვრცლად
ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში წუხელ გვიან ღამით ოკუპირებული აფხაზეთიდან დაჭრილი მამაკაცი შეიყვანეს

ვინ და რატომ დაჭრა საქართველოს მოქალაქე ოკუპირებულ ტერიტორიაზე?! - ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრილი შუახნის მამაკაცი გვიან ღამით ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში შეიყვანეს.

წინასწარი ინფორმაციით, მამაკაცი ე.წ. საზღვრის გადაკვეთას ცდილობდა, რა დროსაც მას რუსმა ოკუპანტებმა ცეცხლი გაუხსნეს, თუმცა არსებობს მომხდარის სხვა ვერსიებიც.

ექიმის ინფორმაციით, დაზარალებულს ჭრილობა ფეხის არეში აქვს მიყენებული. პაციენტი შესაბამისი სამედიცინო პროცედურების შემდეგ ქუთაისის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით, გააქტიურებულია ცხელი ხაზი და მიმდინარეობს ინფორმაციის მოკვლევა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით კი, გამოძიება 118-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

დღის ამბები