19 მაისი 2024,   14:43
ვრცლად
ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა - ყველა წყარო ცნობილია

დღეს ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა - ყველა წყარო ცნობილია. 4 შემთხვევაში COVID-19 შემოტანილია, 1 პაციენტი კი საკარანტინო სივრციდანაა. გამოჯანმრთელდა 3 ადამიანი.

"ქვეყანაში 5 ახალი დადასტურებული შემთხვევა დაგვემატა. იყო 963 და გახდა 968. ჩვენთან გუშინდელი მონაცემებით, 22 დადასტურებული შემთხვევა გვყავდა, გამოჯანმრთელდა მხოლოდ ერთი პაციენტი, დაგვემატა ერთი ახალი პაციენტი და კვლავ 22 დადასტურებული შემთხვევა რჩება.

ეს ახალი დადასტურებული პაციენტი გახლავთ საკარანტინო სივრციდან დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი. კლინიკაში კვლავ, ჯერჯერობით არ შეინიშნება არც ერთ პაციენტთან მდგომარეობის გაუარესება,“ - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ

დღის ამბები