19 მაისი 2024,   16:19
ვრცლად
ვინ არის კადრებში ნაჩვენები პირი რომელიც გურამ ამირხანაშვილს ესაუბრება - შსს გიორგი შაქარაშვილის საქმეზე განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ახალ განცხადებას აქვეყნებს. უწყება განმარტავს თუ ვინ არის აღბეჭდილი გავრცელებულ კადრებში რომელიც დიდუბეში, ლუკოილის ბენზინგასამართ სადგურსა და ჯანდაცვის სამინისტროს მიმდებარედ არის გადაღებული.

"გავრცელებულ კადრებში ნაჩვენები მოქალაქე დადგენილია, იგი არის 1996 წელს დაბადებული, ხაშურში მცხოვრები ლ.ლ. და ინფორმაცია იმის შესახებ რომ ის არის ა.ბ., სიმართლეს არ შეესაბამება.

საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში დადგენილია, რომ კადრებში ნაჩვენები პიროვნება მიკროავტობუსით გადაადგილდებოდა ხაშურიდან თბილისის მიმართულებით.

აღნიშნული სატრანსპორტო საშუალება მოძრაობდა ქუთაისი-თბილისის მიმართულებით." ასევე საგამოძიებო უწყება ეხმიანება ადგილზე ხანძრის ხელოვნურად გაჩენის შესახებ ინფორმაციას.

"დადგინდა, რომ 1980 წელს დაბადებული ლ.ყ., ჯართის შეგროვების მიზნით, ადგილზე მეტალს ამუშავებდა და დაადასტურა, რომ ამ პროცესში ბალახს მოეკიდა ცეცხლი," - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დღის ამბები