17 მაისი 2024,   12:43
ვრცლად
ბათუმში დაჭრილი არასრულწლოვანი კვლავ სტაბილურად მძიმედაა - რას ამბობენ ინციდენტის თვითმხილველები

ბათუმში დაჭრილი არასრულწლოვანის მდგომარეობა ამ დრომდე სტაბილურად მძიმეა. მოზარდს გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. მას ბასრი საგნით მუცლის არეში მიაყენეს ჭრილობა. ის მკურნალობას ბათუმის კლინიკა "მედცენტრში" განაგრძობს.

ამ დანაშაულისთვის ჯერჯერობით დაკავებული არავინაა. შემთხვევა გვიან ღამით, ბულვარის ტერიტორიაზე მოხდა. "კურიერთან" ფაქტს იხსენებენ თვითმხილველები. მათი თქმით, როდესაც ადგილზე პოლიცია და სასწრაფო დახმარება მივიდა არასრულწლოვანი კონტაქტური იყო, თუმცა ამბობდა, რომ თავს სუსტად გრძნობდა.

სამედიცინო ცენტრის პროგრამების მენეჯერის ნინო ცხვადაძის თქმით, სასწრაფო დახმარების ბრიგადამ დაჭრილი არასრულწლოვანი კლინიკაში ღამის 10 საათზე შეიყვანა.

"აღენიშნებოდა მუცლის არეში ნაჩხვლეტ-ნაკვეთი ჭრილობები, მას ჩაუტარდა სასწრაფო ოპერაცია, მისი მდგომარეობა ამჟამად სტაბილურად მძიმეა," - აღნიშნა ნინო ცხვადაძემ.

დღის ამბები