19 მაისი 2024,   09:02
ვრცლად
"ლელო" აჭარის მთავრობას მოუწოდებს სრულად აღჭურვოს ბათუმის ახალი რესპუბლიკური საავადმყოფო

პოლიტიკური გაერთიანება "ლელო" აჭარის მთავრობას მოუწოდებს, სრულად აღჭურვოს ბათუმის ახალი რესპუბლიკური საავადმყოფო.

პარტიის წევრების თქმით, 25 მილიონზე მეტი დაიხარჯა, თუმცა სამედიცინო დაწესებულება არ არის მზად ქრონიკული დაავადებების მქონე პირთა მისაღებად.

ვერ უზრუნველყოფს კარდიოლოგიური ავადობის მქონე პირთა რეაბილიტაციას. რესპუბლიკური საავადმყოფო რეგიონში ერთადერთ კოვიდცენტრად გადაკეთდა, თუმცა დაწესებულება ინფექციასთან  ბრძოლისთვისაც არ არის ეფექტური. საავადმყოფოში არ არსებობს სამედიცინო ინვენტარი და ტექნიკა,"- აცხადებს "ლელო" წევრი ირაკლი კუპრაძე.

ბრალდებებს აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა უპასუხა, ზაალ მიქელაძის თქმით ოპოზიციურ პარტიებს არ სიამოვნებთ COVID-თან  ბრძოლაში საქართველოს მიმართ გამოხატული დადებითი შეფასებები და არარსებული მიზეზებით პროვოცირებენ.

დღის ამბები