19 მაისი 2024,   15:25
ვრცლად
საპროტესტო ნოტა თბილისიდან კიევში - საქმე მიხეილ სააკაშვილის 9 ივლისის განცხადებებს ეხება  

საპროტესტო ნოტა თბილისიდან კიევში. უკრაინაში საქართველოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, დავით ბოჭორიშვილმა უკრაინულ მხარეს საპროტესტო ნოტა დღეს გადასცა.

საქმე მიხეილ სააკაშვილის 9 ივლისის განცხადებებს ეხება. საქართველო შეშფოთებულია
უკრაინის ოფიციალური პირის მხრიდან საქართველოს ხელისუფლების მისამართით გაკეთებული მიუღებელი განცხადებების გამო.

როგორც დავით ბოჭორიშვილმა აღნიშნა, მსგავსი პროვოკაციული ნაბიჯები ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ და სტრატეგიულ ურთიერთობებს ზიანს აყენებს.  

დღის ამბები