18 მაისი 2024,   20:00
ვრცლად
საქართველოში COVID-19-ით ინფიცირების 9 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 9-ით გაიზარდა და 995-ს შეადგენს. ინფორმაცია ვებგვერდზე stopcov.ge ცოტა ხნის წინ განახლდა.

მონაცემების მიხედვით, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა არ შეცვლილა და ის კვლავ 857-ია.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 31 მოქალაქე.

კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 15 პაციენტი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში 5,001 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 219.

დღის ამბები