19 მაისი 2024,   00:01
ვრცლად
ასეთ შემთხვევებზე კომენტარი უნდა გააკეთონ ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებმა და მთლიანად გაერომ - ლიუზა ვინტონი გატაცებაზე 

საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების მიერ საქართველოს მოქალაქეების დაჭრასა და დაკავებას დღეს გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში ლუიზა ვინტონი გამოეხმაურა.

მისი თქმით, ძალიან სამწუხაროა, რომ ბოლო თვეების განმავლობაში ასეთი შემთხვევების რაოდენობა გაიზარდა.

ლუიზა ვინტონმა იმედი გამოთქვა, რომ მსგავსი შემთხვევები სწრაფად და ეფექტიანად იქნება გამოძიებული.

"ასეთ შემთხვევებზე კომენტარი უნდა გააკეთონ ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებმა და მთლიანად გაერომ, მაგრამ ჩვენ, გაეროს განვითარების პროგრამის სახელით, რომელიც რა თქმა უნდა, არის გაეროს ნაწილი, როგორც საქართველოში, ასევე ყველგან, ვაკვირდებით მოვლენებს დიდი ყურადღებითა და შეშფოთებით. ძალიან სამწუხაროა, რომ ასეთი შემთხვევების რაოდენობა გაიზარდა ამ ბოლო თვეების განმავლობაში. ჩვენ კიდევ ერთხელ გვინდა, დავაფიქსიროთ ჩვენი მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ ადამიანის უფლებები არის უმნიშვნელოვანესი, ისევე, როგორც გადაადგილების თავისუფლება. ამიტომ დიდი იმედი გვაქვს, რომ ასეთი შემთხვევები ძალიან სწრაფად და ეფექტიანად იქნება გამოძიებული," - განაცხადა ლუიზა ვინტონმა.

33 წლის მამაკაცი საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გამყოფ ხაზთან სხვილოს ციხის სიახლოვეს დააკავეს. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ დაკავებისას ე.წ. მესაზღვრეებმა ცეცხლი გახსნეს, რის შედეგადაც გახელაძე ფეხის არეში დაიჭრა. როგორც ირკვევა, ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია.

მოლაპარაკებების პროცესში, რომელიც ამ დრომდე უშედეგოდ მიმდინარეობს, მედიატორის როლს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ასრულებს.

დღის ამბები