19 მაისი 2024,   01:46
ვრცლად
დავის გადაწყვეტა არაფორმალური მმართველების მონაწილეობით - გედევან ფოფხაძე "ქართული ოცნების" დატოვების მიზეზებს კიდევ ერთხელ განმარტავს 

პარლამენტის ფრაქცია "დამოუკიდებელი დეპუტატების" მდივანი გედევან ფოფხაძე კიდევ ერთხელ ასახელებს იმ მიზეზებს, რის გამოც მან "ქართული ოცნება" დატოვა.

როგორც მმართველი გუნდის ყოფილი წევრი ამბობს, პოლიტიკოსებმა არ უნდა დახუჭონ თვალი ისეთ დანაშაულებზე, როგორიცაა დავის არაფორმალური მმართველების მონაწილეობით გადაწყვეტა.

გედევან ფოფხაძემ მაგალითად მოიყვანა ვანო ჩხარტიშვილის განცხადება ირაკლი იმნაიშვილის "ღამის კურიერში" სტუმრობის დროს, სადაც ბიზნესმენმა მამუკა ხაზარაძესთან შეხვედრა გაიხსენა, რომელიც ივანიშვილთან შედგა.

"ბიძინა ივანიშვილის სახლში, როგორც ბატონი ჩხარტიშვილი აცხადებს, მოხდა გარიგება იმის თაობაზე, რომ დავა მასსა და ხაზარაძეს შორის შეწყვეტილიყო, რათა არ შექმნილიყო პრეცედენტი დაზარალებული ადამიანის მხრიდან სამართლიანობის აღდგენის. თვითონ ეს მიაჩნია კაი ბიჭობად და კარგ საქციელად, რომ ხაზარაძეს არ ედავა და საბანკო სისტემა არ ჩამოშალა ამ დავით. მოტივაციაა ჩემთვის მთავარი პრობლემა.

კარები გაიღებოდა და ყველა მოითხოვდა თავისთვის სამართლიანობას და აღმოჩნდა, რომ 2012 წლის პირველი ოქტომბრის მერე სამართლიანობა ყოფილა ივანიშვილისთვის და მოსახლეობისთვის," - განაცხადა გედევან ფოფხაძემ. 

დღის ამბები