17 მაისი 2024,   10:26
ვრცლად
დღეს დადასტურებული 4 ახალი შემთხვევიდან ყველა იმპორტირებულია - მარინა ეზუგბაია

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, კორონავირუსის დღეს დადასტურებული 4 ახალი შემთხვევა იმპორტირებულია. 

"დღეს დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ 4-ით მოიმატა, შესაბამისად ამ ეტაპზე მათი რიცხვი 999-ს შეადგენს. გამოჯანმრთელებულების რიცხვი კი 13-ით გაიზარდა. ოთხივე ახალი შემთხვევა შემოტანილია, ისინი ყველა სატვირთო ავტომანქანის მძღოლები არიან. 

რაც შეეხება ჩვენს ცენტრს, გუშინ იყო 25 დადასტურებული შემთხვევა, დღეს კი ახალი პაციენტი არ შემოსულა, მათგან მხოლოდ ერთი გამოჯანმრთელდა. პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ უცვლელია," - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ

დღის ამბები