17 მაისი 2024,   09:50
ვრცლად
ე.წ. ქურდული სამყაროს წევრობისა და ჯგუფური გამოძალვის ბრალდებით შსს-მ 3 პირი დააკავა, რომლებიც თვითდასაქმებულ მოქალაქეებს ფულს სძალავდნენ

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ე.წ. ქურდული სამყაროს წევრობისა და ჯგუფური გამოძალვის ბრალდებით 3 პირი დააკავა. 

გამოძიებით დადგინდა, რომ ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტები და "ქურდული სამყაროს" წევრები ავტოსადგურ "ოკრიბას" მიმდებარე ტერიტორიაზე თვითდასაქმებულ მოქალაქეებს, რომლებიც საკუთარი ავტომობილებით მგზავრთა გადაყვანას ახდენდნენ, ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარითა და "ქურდული გარჩევის" გზით, ყოველთვიურად გარკვეულ თანხას სძალავდნენ. დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად სამი პირი: 1971 წელს დაბადებული მ.რ., 1968 წელს დაბადებული ლ.ა და 1973 წელს დაბადებული კ.დ. "ქურდული სამყაროს" წევრობისა და ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით დააკავეს.

დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტები და "ქურდული სამყაროს" წევრები - ლ.ა., კ.დ. და მ.რ. თბილისში, ავტოსადგურ "ოკრიბას" მიმდებარე ტერიტორიაზე თვითდასაქმებულ მოქალაქეებს, რომლებიც საკუთარი ავტომობილებით მგზავრთა გადაყვანას ახდენდნენ, ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარითა და "ქურდული გარჩევის" გზით, ყოველთვიურად გარკვეულ თანხას სძალავდნენ," - აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

"ქურდული სამყაროს" წევრობის და გამოძალვის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით და 181-ე მუხლის მე-2-ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

დღის ამბები