27 მაისი 2024,   04:48
ვრცლად
ელექტრონული კომუნიკაციების კანონში შესატანი ცვლილებები - პროექტს ოპოზიცია მწვავედ აკრიტიკებს

დღეს პარლამენტი ელექტრონულ კომუნიკაციების კანონში შესატანი ცვლილებების საკომიტეტო განხილვას დაიწყებს. დეპუტატები საკითხზე დარგობრივი კომიტეტის სხდომაზე იმსჯელებენ. ძირითადი საკითხი, რაც სხვადსხვა კომპანიას აწუხებს დროებითი მმართველის დანიშვნაა - ის, თუ რა დროს და რა პრინციპით მოხდება მისი ჩარევა კომპანიების საქმიანობაში, მთავარ კითხვებს აჩენს.

პროექტი ოპოზიცის მწვავე კრიტიკას იმსახურებს. ხელისუფლების ოპონენტები თქმით, კანონის მიხედვით, ბიზნესი და საინვესტიციო გარემო დაზარალდება.

გუშინ საკითხზე პარლამენტის თავმჯდომარესთან კერძო სექტორის წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა, დოკუმენტში ამის შემდეგ ცვლილებები შევა.

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ფრაქცია "ევროპული საქართველო - რეგიონების" წევრი, სერგი კაპანაძე აცხადებს, რომ კანონის დაჩქარებული წესით გატანა შეცდომა იქნება და ის სფეროს დიდ ზიანს მიაყენებს.

"მიაყენებს ძალიან დიდ ზიანს მთლიანად ამ სფეროს. ინვესტიციების მოზიდვის პერსპექტივასაც, ისევე როგორც ამ სფეროში არსებულ მდგომარეობას. ამიტომ, ამ კანონის გატანა ასეთი დაჩქარებული წესით იქნება ძალიან დიდი შეცდომა. მე მინდა, მოვუწოდო ჩემს კოლეგა პარლამენტარებს, რომ ამ ნაბიჯს ნუ გადადგამენ. იმიტომ, რომ დააზიანებენ სექტორს ისე, რომ მერე ამის გამოსწორება იქნება ძალიან ძნელი თუ შეუძლებელი არა,“ - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

პარლამენტის ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, რომან გოცირიძე მიიჩნევს, რომ კანონის მიღება ბიზნესზე ნეგატიურად აისახება.

"უნდა იქნეს გაწვეული,  თორემ ამ კანონების მიღება ბიზნესზე მოახდენს უკიდურესად ნეგატიურ გავლენას და ამავე დროს, საქართველო რეიტინგი ბიზნესის კეთების სინამდვილეში, რომელშიც ვართ წინა ადგილას, ძალიან მნიშვნელოვნად დაიხევს უკან. რაც ასევე გავლენას მოახდენს ქვეყნის საინვესტიციო მიმზიდველობაზე,“ - განაცხადა რომან გოცირიძემ.

ელექტრონულ კომუნიკაციების კანონში შესატანი ცვლილებების შესახებ განცხადება გააკეთა პარლამენტის ფრაქცია ”დამოუკიდებელი დეპუტატების” თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან კობერიძემ.

"როგორც ჩანს, რეალურად, რეგულატორი და კომპანიები ერთმანეთთან დახურულ შეხვედრაზე შეთანხმებას აღწევენ და მინდა გითხრათ, რომ ეს საერთოდ არასწორი ფორმატია, იმიტომ რომ მათი შეთანხმების საგანი კი არ არის ყველაზე მთავარი, მთავარი არის საზოგადოებრივი ინტერესი, რაც დაცული უნდა იყოს პარლამენტში ღია საჯარო განხილვის დროს,“ - განაცხადა ლევან კობერიძემ.

დღის ამბები