26 მაისი 2024,   21:43
ვრცლად
ცინიზმი და ანტისახელმწიფოებრივი განცხადება - ოპოზიცია რუსეთის მიერ გამოქვეყნებულ წერილს აკრიტიკებს

ოპოზიცია რუსეთის მიერ გამოქვეყნებულ წერილს აკრიტიკებს, სადაც ოფიციალური მოსკოვი საქართველოს პროვოკაციულ ქმედებებში ადანაშაულებს და დიალოგისკენ მოუწოდებს. 

"ეს არის ოკუპანტის დამოკიდებულება ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანების მიმართ. ისინი არღვევენ არამხოლოდ ადამიანის უფლებებს, პირდაპირ საფრთხის წინაშე აყენებენ ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლეს,"- აღნიშნავს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი ხატია დეკანოიძე.

"ლელო საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრი გრიგოლ გეგელია კი, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას უკიდურეს ცინიზმად აფასებს.

"რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება უკიდურეს ცინიზმს წარმოადგენს. ეს ანტი- სახელმწიფოებრივი განცხადებაა. რუსეთი დასცინის ქართულ სუვერენულობას და საქართველოს მშვიდობიანი მოსახლეობის ინტერესებს. ჩვენ დღეს მოვისმინეთ, რომ თურმე საქართველოს მოქალაქეები რუსეთის ფედერაციას უნდა უთანხმებდნენ, თუ სად გადაადგილდნენ საკუთარ ქვეყანაში," - აცხადებს პარტია "ლელო საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრი გრიგოლ გეგელია. 

დღის ამბები